ზელენსკი პარასკევს ევროპულ ტურნეში მიემგზავრება

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ევროპულ ტურნეში მიემგზავრება. ის გერმანისა და საფრანგეთში, კანცლერ ოლაფ შოლცსა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. - ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მაკრონისა და ზელენსკის მომავალი შეხვედრის შესახებ ადასტურებენ ელისეის სასახლეშიც.

ორი ქვეყნის პირველი პირები უკრაინასა და საფრანგეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. მსგავსი შეთანხმება უკრაინას უკვე გაფორმებული აქვს ბრიტანეთთან.

ევროპული ტურნეს ფარგლებში, ზელენსკი სიტყვით გამოვა მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც 16 თებერვალს იხსნება. ამავე კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია მისი შეხვედრა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთანაც.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ცნობითვე, ზელენსკი შეხვდება ჩეხეთის პრეზიდენტს პეტრ პავლეს, დანიის პრემიერ მეტე ფრედერიკსენს, ნიდერლანდების პრემიერმინისტრს მარკ რუტეს და სხვადასხვა სახელმწიფოებიდან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი