ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რანგში პირველი ბრიფინგი გამართა და საკუთარ გეგმებზე ილაპარაკა. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის მომზადების მიზნით, იწყებს რეგიონებში გასვლას და შეხვედრებს:
"მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, მექნება 10 გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. მთავარი მიზანი ამ შეხვედრების იქნება წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის, ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის, ჩვენი გაცხადებული მიზანი არის მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე, ამისთვის საჭიროა ჩვენი რესურსების, ჩვენი აქტივის მობილიზება, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი. ჩვენი მიზანი არის მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე." თქვა ღარიბაშვილმა.
ამის შემდეგ, ღარიბაშვილი ჩვეული სიძულვილის ენითა და რიტორიკით, ოპოზიციის ლანძღვაზე გადავიდა.