იყენებს თუ არა კორონავირუსის პანდემიას ხელისუფლება წინასაარჩევნოდ

გამოქვეყნდა:

იყენებს თუ არა კორონავირუსის პანდემიას ხელისუფლება წინასაარჩევნოდ - პანდემიის პირობებში ხელისუფლებას სულ უფრო მეტი ბერკეტი უჩნდება არჩევნებზე მისთვის სასურველი ზემოქმედება მოახდინოს.

სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემო სამართლიანი და გამჭვირვალე იყოს, ხელისუფლებამ დროულად უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, რა რეგულაციების პირობებში ჩატარდება კენჭისყრა და ივანიშვილი შეეშვას ხელოვნურად პანიკის გაღვივებას და ჯანდაცვის სისტემის გაჯანსაღებით დაკავდეს. 

ჩვენ გვესმის, რომ ეპიდემიას თან  ახლავს გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ეს შეზღუდვები უნდა იყოს არადისკრიმინაციული, არ უნდა იყოს რომელიმე პარტიისთვის საზიანო და რომელიმე პარტიისთვის,მაგალითად, მმართველი პარტიიისთვის სასარგებლო. ასევე არ უნდა შექმნას ისეთი ბარიერები, რომელიც მოსპობს თანაბარ გარემოში არჩევნების ჩატარების საშუალებას, - ამბობს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 20 ახალი შემთხვევიდან, 8 პაციენტს სხვა ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, 1 პაციენტი მედიკოსია, 7 - საზღვარგარეთ იმყოფებოდა, 4-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 568
  • გამოჯანმრთელებულია - 1 279
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 185
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 215, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი