აშშ-ის სანაპირო დაცვამ სპარსეთის ყურეში ირანული იარაღის გადამზიდი დააკავა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სანაპირო დაცვამ სპარსეთის ყურეში დააკავა ირანული იარაღის გადამზიდი, რომელიც იემენის ტერორისტული დაჯგუფების "ჰუთებისკენ" მიემართებოდა. 

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) თქვა, რომ როდესაც მისი ძალები გემზე ავიდნენ, მათ 200-ზე მეტი სხვადასხვა ლეტალური აღჭურვილობის კონტეინერი აღმოაჩინეს, მათ შორისაა საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტების კომპონენტები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვები მოწყობილობები. ისინი "ჰუთების" მხარდასაჭერად იყო განკუთვნილი.

"ეს არის რეგიონში ირანის მავნე მოქმედების კიდევ ერთი მაგალითი. "ჰუთებისთვის" თანამედროვე ჩვეულებრივი იარაღის მუდმივი მიწოდება საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევაა", - განაცხადა CENTCOM-ის მეთაურმა, გენერალმა მაიკლ ერიკ კურილამ.

შეგახსენებთ, რომ "ჰუთებმა" წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე შეტევა 2023 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყეს. მათ მიზანში ისრაელთან და მის მოკავშირეებთან დაკავშირებული გემებია. თავდასხმების დაწყების შემდეგ, სუეცის არხის შემოსავალი იანვარში თითქმის განახევრდა, რადგან მსხვილმა გადამზიდმა კომპანიებმა, უსაფრთხოების მიზნით, სხვა მარშრუტების გამოყენება დაიწყეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი