ირაკლი ღარიბაშვილის ახალი იმიჯი ძველი რიტორიკით. პარტიის თავმჯდომარის რანგში ყოფილი პრემიერი პირველად ჩნდება მედიასთან და "ქართული ოცნების" პოლიტიკური გზავნილების ტრადიციას აგრძელებს. ბიძინა ივანიშვილის დაცვა და მისი ოპონენტების მაქსიმალური გაშავება იყო მთავარი ტაქტიკა, რომელიც დღეს ღარიბაშვილმა აირჩია.
სამიზნეებს შორის მთავარი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი არც ყოფილ და არც ამჟამინდელ პრემიერს არაფერს ეკითხება, ორივე ირაკლის პოლიტიკურ წონასწორობას აკარგინებს. პარტიის თავმჯდომარემ დღეს დააანონსა და საზოგადოებას აჩვენა კიდეც, რომ სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა მის ლექსიკონში კიდევ უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი.