
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, ვაშინგტონში, პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25 წლის იუბილეზე მიიწვია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, მოგვიანებით კი ინფორმაცია პოლონეთში დაადასტურეს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ვიზიტი 12 მარტს გაიმართება. შეხვედრისას აშშ-ისა და პოლონეთის ლიდერები NATO-ს ივლისის სამიტამდე კონსულტაციებს გამართავენ და დაადასტურებენ უკრაინის ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებენ.
ადრეი დუდამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლონეთის პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ერთობლივი ვიზიტი ვაშინგტონში პოლონეთის ნატოში გაწევრიანების წლისთავზე ადასტურებს, რომ სახელმწიფოთა კავშირი "არის და იქნება ძლიერი, მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში ორივე ქვეყანაში".
მანვე აღნიშნა, რომ პოლონეთი მშპ-ს 4%-ს თავდაცვაზე ხარჯავს, არის საიმედო მოკავშირე და მოდელი სხვა ალიანსის ქვეყნებისთვის.
პოლონეთი NATO-ს 1999 წლის 12 მარტს ჩეხეთთან და უნგრეთთან ერთად შეუერთდა.