9 დათქმასთან დაკავშირებით პარლამენტში მეორე შეხვედრა იმართება | შეხვედრას არ ესწრება "ლელო", ასევე NGO-ების ნაწილი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში მეორე სამუშაო შეხვედრა იმართება.

დღევანდელ შეხვედრაზე სამ საკითხს განიხილავენ - საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებები.

შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს ამბობს "ლელო", რომელიც არც პირველ შეხვედრაში მონაწილეობდა.

არასამთავრობო სექტორიდან შეხვედრაში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მოწვევა არც ამჯერად მიუღიათ - ISFED-ს, საია-ს, საერთაშორისო გამჭვირვალობას. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათი დონორების პასუხისმგებლობაა, ისინი დემოკრატიულ კალაპოტში დააბრუნონ.

"ჩვენ ან ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ან თუ არ ვითვალისწინებთ, ვხსნით, თუ რატომ არ ვითვალისწინებთ. ეს არ გახლავთ დირექტივა და არ გახლავთ დოგმა, ვენეციის კომისიის დასკვნა, ეს არის მსჯელობის საკითხი. [...]

მხოლოდ მათ დონორებს შეუძლიათ, რომ რადიკალიზებული ენჯეოები, რომლებიც თანამდებობების გამო გაემიჯნნენ პლატფორმას და გაემიჯნენ მათ შორის შემდეგ 9 პუნქტთან დაკავშირებით მსჯელობას, იმიტომ, რომ იქნებოდნენ რა თქმა უნდა ამის მონაწილე, მათი დაბრუნება ამ ფორმატში, დემოკრატიულ კალაპოტში შეუძლიათ მხოლოდ მათ დონორებს, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მივმართო დონორებს, ეს არის მათი პასუხისმგებლობა", - თქვა პაპუაშვილმა.

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი