რაც შეეხება ხელის გარტყმის გამო თვითმკვლელობას, ასე ვისაც ერთხელ ხელი მოხვედრია, თავს უნდა იკლავდეს | ჯარისკაცის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ჯგუფური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაკავებული ჯარისკაცების აღკვეთ ღონისძიებაზე გორის რაიონული სასამართლო მსჯელობს - მიხეილ დოიჯაშვილი, რამაზ გოგიძე , ზურაბ ვაშაგაშვილი - სამი ყოფილი სამხედრო დანაშაულს არ აღიარებს.

გამოძიება ამბობს, რომ თვითმკვლელობამდე კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილი მისმა კოლეგებმა სასტიკად სცემს და სამხედრო ნაწილში, არაფორმალური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ამ ვერსიას არ ენდობა გარდაცვლილის ოჯახი, ჯარისკაცის დედა დარწმუნებულია რომ მისი შვილი ცემით მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.

"არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს, ან და ძალადობას. რაც შეეხება ხელის გარტყმის გამო თვითმკვლელობის ჩადენას, ასე ნახევარი საქართველო, ვისაც ერთხელ ხელი მოხვედრია, თავს უნდა იკლავდეს. გარდაცვალებამდე აფრიამაშვილმა ამ ქალბატონს მიწერა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომ ეს ამბავი რომ გახმაურებულიყო, ის აუცილებლად თავს მოიკლავდა, მისი თავმოყვარეობიდან გამომდინარე, საკითხი გახმაურდა და მან თავი მოიკლა", - ამბობს ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი