ემიგრანტების ჩართულობა არჩევნებში | "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ლიდერები ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

ემიგრანტების ჩართულობა არჩევნებში - ამ თემაზე "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ლიდერებმა, ზურაბ ჯაფარიძემ და გიგა ლემონჯავამ, ჩეხეთის საელჩოში შეხვედრა გამართეს.

როგორც ისინი ამბობენ, ვიზიტის მიზანი ემიგრანტების საარჩევნო პროცესში ჩართულობის აუცილებლობაზე საუბარი იყო. ამას გარდა, მათ ჩეხეთის ელჩთან და მის მოადგილესთან ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს. 

"ძირითადი საუბარი იყო ემიგრანტების საკითხზე, რომ საზღვარგარეთ მოხდეს საარჩევნო უბნების გახსნა იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს მოქალაქეები არიან მაღალი კონცენტრაციით. მათ შორის, ჩეხეთშიც. დაინტერესდნენ და ტექნიკურ საკითხებზე მოგვიწია ბევრი საუბარი. დეტალებში დაინტერესდნენ, სად არის პრობლემა, სად იჭედება და როგორ ხდება ეს, რატომ ხდება და ა.შ. ავუხსენით, მათ შორის, ჩვენი წარმოდგენით, რამდენად მარტივია პროცედურა და რამდენად იაფია სინამდვილეში ამ ყველაფრის გაკეთება.

გარდა მაგისა, მერე თვითონ დაინტერესდნენ პოლიტიკური სიტუაციით ქვეყანაში, ჩვენი პარტიების ხედვებითთ, სტრატეგიით. როგორ ვაპირებთ არჩევნებზე გასვლას. ინტერესი არის ძალიან მაღალი. ჩვენ შევხვდით ელჩს და ელჩის მოადგილეს. დეტალებში გამოგვკითხეს ყველაფერი და თვითონ, მათი მხრიდან განაცხადი რაც არის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნებია ამ ქვეყნისთვის, პირდაპირ არის ეს ყველაფერი კავშირში ევროკავშირთან ინტეგრაციაში და ამას თვითონ გაუსვეს ხაზი რამდენად მნიშვნელოვანია," - ამბობს ჯაფარიძე. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი