ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამ უკვე ყოფილ სამხედროს, მიხეილ დოიჯაშვილის, რამაზ გოგიძეს და ზურაბ ვაშაგაშვილის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 

მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებათ. 

საქმე ეხება კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის საქმეს. ბრალდებულების ადვოკატი ამბობს, რომ ყოფილმა სამხედროებმა გაიგეს, რომ გარდაცვლილს ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობები მათი მეგობრის მეუღლესთან და მასთან ამის გასარკვევად მივიდნენ.

გამოძიება ამბობს, რომ თვითმკვლელობამდე კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილი, 11 იანვარს, მისმა კოლეგებმა სასტიკად სცემს და სამხედრო ნაწილში, არაფორმალური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

ამ ვერსიას არ ენდობა გარდაცვლილის ოჯახი, ჯარისკაცის დედა დარწმუნებულია რომ მისი შვილი ცემით მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი