რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ნავალნის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა

გამოქვეყნდა:

რუსული პროპაგანდისტული მედია RT  წყაროზე დაყრდნობით  წერს, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფს შვიდი წუთი დასჭირდა იმ კოლონიაში მისასვლელად, სადაც ალექსეი ნავალნი იხდიდა სასჯელს, კიდევ ორი ​​წუთი დასჭირდა პაციენტთან მისვლას - ამ ინფორმაციას კი სააგენტო "ინტერფაქსი" Labytnang City Hospital-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, მედიკოსები ნახევარი საათი უტარებდნენ რუსი ოპოზიციონერს რეანიმაციულ ღონისძიებებს: 

„სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს შვიდ წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა. ექიმები კოლონიაში პაციენტთან ორ წუთში მივიდნენ. შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა განაგრძეს რეანიმაციული ღონისძიებები, რომლებიც კოლონიის ექიმებს უკვე ჩატარებული ჰქონდათ. ღონისძიებები ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა პაციენტი გარდაიცვალა“, - აღნიშნავს საავადმყოფო.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი და პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი