ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ჩეჩნეთში ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთში,  ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული ჯაბრაილ მახმუდოვი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 

როგორც წერს, Эхо Кавказа წერს, მახმუდოვი საპატიმროდან 2025 წლის ბოლოს უნდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ მან გროზნოს შეიხ-მანსურის სასამართლოს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, სასამართლომ კი ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ჯაბრაილ მახმუდოვი, ძმასთან, იბრაგიმთან ერთად მკვლელობის წინა დღეს უთვალთვალებდა ანა პოლიტკოვსკაიას. 

მის მეორე ძმას, რუსტამ მახმუდოვს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ჟურნალისტის მკვლელობისთვის.

ჯაბრაილ მახმუდოვი პოლიტკოვსკაიას საქმის მეორე ბრალდებულია, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუსეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს.  

2023 წლის ნოემბერში, პუტინმა ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზატორი, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის სანაცვლოდ შეიწყალა.

შეგახსენებთ, რომ ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი