"თუ ბანერზე ასეთი რეაქცია აქვთ, ცუდად ყოფილა მათი საქმე... ნათლად ხედავენ, რომ არჩევნები წაგებული აქვთ" | "ლელოს" ლიდერების პასუხი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

"თუ ბანერზე ასეთი რეაქცია აქვთ, ცუდად ყოფილა მათი საქმე... ხედავენ, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და რეაქცია ასეთია", - ასე პასუხობს "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მადისკრედიტებელ განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ხაზარაძე, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, განსხვავებული აზრის დევნას დაიწყებს. ისინი ასევე ამბობენ, რომ "ლელო საქართველოსთვის" 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. "ოცნების" წევრები პარტიის ლიდერებს ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის გამოც აკრიტიკებენ.

"მემგონი, თუ ერთი ბანერი, რომელსაც აუცილებლად გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ქართველ ხალხს უნდა აუხსნას, რომ ეს არის ძალიან უწყინარი ბანერი. მე, მსგავსი განცხადება, თუ გახსოვთ, სასამართლო დარბაზიდანაც გავაკეთე, ბილეთიც კი გავუგზავნე თბილისი-მოსკოვის და მაშინ ასეთი რეაქცია არ ყოფილა, თუ გახსოვთ, ამოიღეთ კადრები. ამიტომ, თუ ბანერზე ასეთი რეაქცია აქვთ, ცუდად ყოფილა მათი საქმე და თუ ეს სხვა რამის გამოა და მე ვფიქრობ, რომ სხვა რამის გამოა, იმიტომ რომ ნათლად ხედავენ ალტერნატივას, ნათლად ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ასე გაგრძელებას არ აპირებს, ნათლად ხედავენ, რომ მათ არჩევნები წაგებული აქვთ, აქედან გამომდინარე, რეაქცია არის ასეთი", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

"ეს არის პოლიტიკური გზავნილი, რომ ივანიშვილის და მისი პარტიის სტილი არის რუსული მმართველობის სტილი, რომელიც ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს რუსეთის ფედერაციაში, იმიტომ რომ სწორედ ასეთი ტიპის მმართველობაა", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი