"მკვლელები", "არ დავივიწყებთ, არ ვაპატიებთ" | რუსეთის ყოფილ საელჩოსთან რუსი აქტივისტები მდუმარე აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

"ნავალნი - პუტინის მორიგი მსხვერპლი" -  თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პუტინის რეჟიმს გამოქცეული რუსი აქტივისტები  მდუმარე აქციას მართავენ.

ისინი პუტინის მთავარი ოპონენტის სიკვდილში პასუხისმგებლობას სწორედ პუტინს აკისრებენ.

47 წლის ასაკში, ალექსეი ნავალნი დღეს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. ნავალნის სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ უკვე დაასახელა თრომბი.

ფაქტს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი