
"ერთი ადამიანის შიში მხოლოდ ხაზს უსვამს იმ სისუსტეს, რომელზეც პუტინმა თავისი სისტემა ააშენა", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუბრობს და რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებას ეხმაურება.
"ერთი ადამიანის შიში მხოლოდ ხაზს უსვამს იმ სისუსტეს, რომელზეც პუტინმა თავისი სისტემა ააშენა. რუსეთი პასუხისმგებელია ამაზე და ჩვენ გავესაუბრებით ბევრ სხვა ქვეყანას, რომლებიც შეშფოთებულები არიან ალექსეი ნავალნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით", - ამბობს ბლინკენი.
ნავალნის გარდაცვალებას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისიც გამოეხმაურა. ის პასუხისმგებლობას პუტინს და მის ხელისუფლებას აკისრებს:
ჩვენ ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა რუსეთში. ეს, რა თქმა უნდა, არის საშინელი ამბავი და ჩვენ ახლა ვმუშაობთ მის დადასტურებაზე. ვლოცულობ მისი ოჯახისთვის, მათ შორის მისი მეუღლე იულიასათვის, რომელიც დღეს აქ არის, ჩვენთან ერთად. თუ ეს ამბავი დადასტურდა, ეს იქნება კიდევ ერთი ნიშანი პუტინის სისასტიკისა. რა ისტორიაც არ უნდა გვიამბონ მათ, ნათელია, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი და ამაზე მოგვიანებით უფრო მეტ განცხადებას გავაკეთებთ, - ამბობს ჰარისი.
იხილეთ ასევე: