ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ვლადიმერ პუტინის და ხელისუფლების მოქმედებებმა რუსეთის ოპოზიციის ლიდერი სიკვდილამდე მიიყვანა. ოფიციალური ვერსიით ციმბირის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ნავალნიმ დღეს, გასეირნების დროს თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ციხის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ მედიკოსებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ.
ამ თითქოსდა სამედიცინო უბედური შემთხვევის აღწერის მიუხედავად დასავლური სამყარო მიიჩნევს, რომ ალექსეი ნავალნი პირადად ვლადიმერ პუტინის მსხვერპლია. მრავალწლიანი დევნა, ნოვიჩოკით მოწამვლა და ბოლოს დაპატიმრება და 19 წლიანი პატიმრობის მისჯა დასრულდა მოსალოდნელი შედეგით - ოპოზიციის ლიდერი, რომელიც უპირობოდ ყველაზე პოპულარული იყო - კოლონიაში დაიღუპა.