
„რუსეთის ხელისუფლება თავის ისტორიას მოგიყვებათ, მაგრამ დაიმახსოვრეთ: ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პუტინია“, - აშშ-ის პრეზიდენტის პირველი განცხადება რუსი ოპოზიციონერის ციხეში გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ჯო ბაიდენმა ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს დააკისრა.
"ნავალნი გაბედულად დაუპირისპირდა კორუფციას, ძალადობას და ყველა იმ ცუდს, რასაც პუტინის მთავრობა აკეთებდა. ამის საპასუხოდ, პუტინმა მოწამლა, დააპატიმრა და შეთითხნილი დანაშაულებისთვის დასჯა...
მას შეეძლო უსაფრთხოდ ეცხოვრა ემიგრაციაში 2020 წელს მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ. სანაცვლოდ, ის დაბრუნდა რუსეთში - იცოდა, რომ სავარაუდოდ დააპატიმრებდნენ, მოკლავდნენ, თუ გააგრძელებდა თავის საქმიანობას, მაგრამ მან ეს მაინც გააკეთა იმიტომ, რომ ძალიან ღრმად სწამდა თავისი ქვეყნის, რუსეთის", - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ახლა დროა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გააგრძელონ უკრაინის დახმარება, რომელიც აგრძელებს რუსეთთან დაპირისპირებას.