მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნდა:

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვერა ჟუროვას შეხვდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ჟუროვასთან შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა

"საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული ცხადი და მკაფიო განცხადებისათვის. 

პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ მომენტში, როცა რუსული პროპაგანდა აქტიურად ცდილობს საქართველოში გავლენების გაფართოებასა და ფეხის მოკიდებას, ევროკომისიის ამ ნაბიჯმა უფრო მეტად გააძლიერა საქართველოს მოსახლეობაში ევროპული მისწრაფებები." ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი