
სანქტ-პეტერბურგში, ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ შეკრებაზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან, ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ შეკრებაზე რუსულმა პოლიციამ 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
დაკავებებია მოსკოვშიც. პოლიციის განყოფილებაში 10-მდე ადამიანია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები მოქალაქეებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
გარდა ამისა, მოსკოვის პროკურატურამ აქციების გამართვასთან დაკავშირებით მოქალაქეები გააფრთხილა, აქციების გამართვა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის.
რუსეთის რამდენიმე ქალაქში მოქალაქეები ქუჩებში გადიან და ყვავილები მიაქვთ ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად.