უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ, დონეცკის ქალაქ ავდიივკადან უკრაინული შენაერთების გაყვანის შესახებ განაცხადა.
სირსკი განმარტავს, რომ ავდიივკიდან სამხედროების გასვლა განპირობებულია შექმნილი ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინელი ჯარისკაცების ჯარისკაცების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით. ასევე, ალყის თავიდან ასაცილებლად.
უკრაინის ძალების მთავარსარდალი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინელები თავდაცვისთვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდნენ.
"ავდიევკას ირგვლივ არსებული ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან აცილებისა და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვისთვის უფრო ხელსაყრელი პოზიციებზე გადავსულიყავით. ჩვენმა ჯარისკაცებმა ღირსეულად შეასრულეს თავიანთი სამხედრო მოვალეობა, გააკეთეს ყველაფერი საუკეთესო რუსული სამხედრო შენაერთების განადგურებისთვის, მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს მტერს ცოცხალი ძალით და აღჭურვილობით. ჩვენ ვიღებთ ზომებს სიტუაციის დასასტაბილურებლად და ჩვენი პოზიციების შესანარჩუნებლად. სამხედრო პერსონალის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა. ავდიივკას მაინც დავიბრუნებთ! დიდება უკრაინას!," - ნათქვამია სირსკის განცხადებაში.