"ნავალნის მკვლელობა, კიდევ უფრო უნდა აჩქარებდეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას, არ მიიღოს მონაწილეობა ივანიშვილის ბინძურ მოქმედებებში, რომელიც თანხვედრაშია მკვლელი პუტინის სურვილებთან და მოქმედებებთან. უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ზურაბიშვილს. პირადი დამოკიდებულებებით არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ის, ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და იმოქმედოს შესაბამისად. უნდა ესმოდეს პასუხისმგებლიან ადამიანს, პოლიტიკოსს და პრეზიდენტს, რომ ახლა მნიშვნელოვანია დროული მოქმედება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით."
ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.