უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დღეს დილით სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს - 2 "სუ-34" და ერთი "სუ-35."
"17 თებერვალს დილით, აღმოსავლეთის მიმართულებით, უკრაინის საჰაერო ძალების ნაწილებმა ერთდროულად გაანადგურეს მტრის სამი თვითმფრინავი.მადლობა, მეომრებო. ერთად - გამარჯვებისკენ!," - განაცხაა საჰაერო ძალების სარდალმა, მიკოლა ოლეშჩუკმა.