ალექსეი ნავალნი მოკლეს...მოვითხოვთ, ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს მის ოჯახს | პრესმდივანი

გამოქვეყნდა:

ალექსეი ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში X-ზე გავრცელებულ მოკლე ცნობაში წერს, რომ „ალექსეი ნავალნი მოკლეს.

"ალექსეი ნავალნი მოკლეს. 

მისი სიკვდილი დადგა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:17 საათზე, როგორც ეს ალექსეის დედისადმი გადაცემულ ოფიციალურ შეტყობინებაში წერია", - წერს იარმიში.

კოლონიის თანამშრომელზე დაყრდნობით ირამიში წერს, რომ ცხედარი ამჟამად სალეხარდშია გადასვენებული:

"მოვითხოვთ, რომ ალექსეი ნავალნის ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს მის ოჯახს", - წერს ის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი