პუტინი არის მონსტრი, რომელიც შეიჭრა უკრაინაში, დახოცა ჩეჩნები და სირიელები, შეიჭრა საქართველოში | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

გთხოვთ, არ ჰკითხოთ უკრაინას, როდის დასრულდება ომი. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ შეუძლია პუტინს ამის გაგრძელება - ამ სიტყვებით დაასრულა საკუთარი გამოსვლა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე.

იქამდე კი ვრცლად ისაუბრა პუტინის აგრესიაზე არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოში, ჩეჩნეთში, სირიაში. გამოეხმაურა ალექსეი ნავალნის სიკვდილს და აღნიშნა, რომ პუტინმა თავის ოპონენტი სწორედ მიუნხენის კონფერენციის გახსნის დღეს მოკლა და ამით მორიგი სიგნალი გაიგზავნა ცივილიზებულ მსოფლიოს.

"მათთვის, ვისაც ჯერ არ გაუგია: პუტინი არის მონსტრი, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და მოკლა ათასობით ადამიანი, გაიტაცა ათიათასობით უკრაინელი ბავშვია. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

პუტინმა დახოცა ჩეჩნები და სირიელები, შეიჭრა საქართველოში, ბრძანა მისი მოწინააღმდეგეების სიკვდილით დასჯა როგორც კრემლის კედლების გარეთ, ასევე ლონდონისა და ბერლინის ცენტრში. დიახ, გუშინ მან სცადა ყველასათვის გამოეგზავნა მკაფიო სიგნალი, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა: პუტინმა მოკლა კიდევ ერთი ოპოზიციის ლიდერი....

პუტინს მხოლოდ ორი შესაძლო დასასრული აქვს - ტრიბუნალი ჰააგაში, ან ის უნდა მოკლას ერთ-ერთმა, ვინც ახლა მისთვის კლავს...

თუ ახლა პუტინს არ დავამარცხებთ, საბოლოო ჯამში, მნიშვნელობა არ ექნება, ვინ გახდება რუსეთის პრეზიდენტი. რადგან ყოველ ახალ რუს დიქტატორს ემახსოვრება როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება სხვა ერების მიწების ანექსირებით, მოწინააღმდეგეების მოკვლით და მსოფლიო წესრიგის განადგურებით. თუ ეს მოხდება, ევროპა, ცენტრალური აზია და მთელი მსოფლიო იქნება ძალიან ბნელი ადგილი.

აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველა ხვრელის დახურვა. არ უნდა არსებობდეს რუსეთის ეკონომიკის ისეთი შტოები, რომლებიც მის აგრესიაში არიან ჩართული, მაგრამ სანქციებისაგან თავისუფალი. ეს პირველ რიგში ეხება ბირთვულ ინდუსტრიას და რუსული აქტივები, რომლებიც უკვე გაყინულია, უნდა ჩამოერთვას და აუცილებელია უფრო შორს წასვლა - პუტინისა და მისი მეგობრების მიერ დაგროვილი ყოველი დოლარის პოვნა და გაყინვა." განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი