თეთრი სახლი ჰააგის სასამართლოს მთავარ პროკურორს სანქციებს უწესებს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატები ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს არალეგიტიმურ ქმედებაში ადანაშაულებს. მაიკ პომპეოს გამოცემული ბრძანების მიხედვით, ავღანეთში მებრძოლი ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, ჰააგის სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას ფინანსური სანქციები ეკისრება და ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს არ აღიარებს და ამ წესდებით გამოძიებულ საქმეებს არალეგიტიმურად ცნობს.

ფატუ ბენსუდა სისხლის სამართლის სხვა საქმეებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულს უკვე 4 წელია იძიებს. პროკურორი საქართველოში მოწმეების გამოსაკითხად არაერთხელ იმყოფებოდა. აგვისტოს ომის პროკურორი არაერთხელ შეხვდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომელიც ჰააგის სასამართლოში საქართველოს მხარეს წარმოადგენს.160-გვერდიან დოკუმენტში აღწერილია
ქართულ, რუსულ და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხარეებთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულები.

საქართველოს ხელისუფლება რომ ქვეყნის ინტერესებს ჰააგაში არ იცავს, ამაზე თავად პროცესში ჩართული პირებიც ღიად საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰააგაში აგვისტოს ომის გამოძიების დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია, ნიკა ჯეირანაშვილი, რომელიც ჰააგაში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესს წლებია აკვირდება, "ქართული ოცნების" უმოქმედობაზე გულისტკივილს გამოხატავს. ორგანიზაცია „საერთაშორისო სამართლიანობის“ ხელმძღვანელი წერს, რომ "ქართული ოცნებისგან" პროცესს მხარდაჭერა არ აქვს და დიდი ალბათობით, ქართული მხარე, დავას წააგებს.

ქართველი სამხედროების სიმართლის დასამტკიცებლად სულ ცოტა ხნის წინ ჰააგის სასამართლოს აგვისტოს ომის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნა წარუდგინა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი დარმწუნებული, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით და თეა წულუკიანისა და სუსის უშუალო მონაწილეობით, წლების განმავლობაში ცდილობს პროცესში დამნაშავეებად ქართველი ჯარისკაცები გამოიყვანოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი