მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს, ასევე ამერიკელ სენატორებს, ჯინ შაჰინსა და ტომ ტილისს შეხვდა:
მადლობა გადავუხადე სენატორ ჯინ შაჰინსა და სენატორ ტომ ტილისს აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი ინტეგრაციის გზაზე.
ასევე, განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ხაზი გაესვა რუსეთის საგანგაშოდ უკანონო გეგმებს ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ." ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს.