"არსებობს მხოლოდ "გეგმა A", მივაწოდოთ უკრაინას ის, რაც მას სჭირდება", - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის საკითხი საკვანძოა.
"მხოლოდ ერთი "გეგმა A" არსებობს - მივაწოდოთ უკრაინას ის, რაც მას სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ დამატებითი დახმარების პაკეტი მიღებული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ორი პარტიის კონსენსუსი არსებობს. და უნდა იყოს ჩვენი პასუხი - დავრჩეთ ჩვენს მეგობრებთან… უკრაინის მხარდაჭერის საკითხი საკვანძოა. სუვერენიტეტისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებში გლობალურ ლიდერად ვრჩებით. გუშინ მკაფიოდ ვთქვი - როდესაც ამერიკის როლზე ვსაუბრობთ, არ შეგვიძლია პოლიტიკური თამაშების თამაში", - განაცხადა ჰარისმა