პუტინის მორიგი მსხვერპლი | ვინ იყო ნავალნი?

გამოქვეყნდა:

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციმბირში, იამალის ნახევარკუნძულზე, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში დაიღუპა, სამარტოო საკანში. თუმცა დღეს ცივილიზებული სამყარო, მსოფლიო ლიდერები, ყოველგვარი დიპლომატიური ენის გარეშე ამბობენ, რომ ის პუტინმა მოკლა.

ვლადიმერ პუტინს ის განსაკუთრებით სძულდა და ყოველთვის საშიშ მტრად მიაჩნდა.  იდევნებოდა წლების განმავლობაში, მოწამლეს ნოვიჩოკით და ბოლოს 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ალექსეი ნავალნის მთავარი გზავნილი იყო, რომ თუ თვითონ ცოცხალი არ იქნებოდა, პუტინთან ბრძოლაში თავისუფლებისთვის არავინ დანებებულიყო. 

ნავალნის ისტორიამ ბევრს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ისტორია გაახსენა. მიხეილ სააკაშვილიც ისეთივე მიუღებელია პუტინისთვის როგორც ნავალნი; მათ ხშირად ერთმანეთს ადარებს და ამ პოლიტიკოსების მიმართ ზიზღსაც არ მალავს.

ავტორი:  ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი