ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილი ოჯახს წერილს უგზავნის. საოკუპაციო რეჟიმის პატიმარი დღეს, 3 სექტემბერს, "წითელი ჯვრის საზოგადოების" წევრებმა მოინახულეს.
პარალელურად, ძალოვანი უწყებები ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახზე წეზოლას განაგრძობენ. მათ საჯარო სექტორში დასაქმებული ნათესავების სახლში გაშვებით ემუქრებიან.
მანამდე კი საოკუპაციო რეჟიმი შიდა ქართლის სოფლების ორ ნაწილად გაყოფას განაგრძობს. საზღვრის მიღმა საერთაშორისო მნიშვნელობის ბაქო-სუფსის ნავთობსადენი რჩება. ოკუპანტები მძიმე ტექნიკით ავტობანიდან 300 მეტრში ინტენსიურად მუშაობენ.
ოპოზიცია სოფელ ყარაფილასთან შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. "ქართული ოცნების" ხელისუფლება კი ოკუპაციის საკითხზე დუმს და მხოლოდ არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატების პიარით არის დაკავებული.