რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის რაიონს დაარტყეს. იერიშის სამიზნე სლავიანსკი და კრამატორსკი გახდა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, ალექსეი კულებას ცნობით, კრამატორსკში დაინგრა 2 სახლი, 20-ზე მეტი კი დაზიანდა.
"კრამატორსკში რუსებმა რაკეტებით დაარტყეს ინდუსტრიულ ზონას და კერძო სექტორს - სავარაუდოდ, 4 სულიანი ოჯახი, მათ შორის ორი მოზარდი, ერთ-ერთი სახლის ნანგრევებშია. 2 სახლი დაინგრა, კიდევ 23 დაზიანდა". ნათქვამია შეტყობინებაში.
პარალელურად ოკუპანტები თავს დაესხნენ სლავიანსკის სკოლას. ქალაქის მერმა, ვადიმ ლიახმა განაცხადა, რომ შენობაში განთავსებული იყო სოციალური სასადილო და ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტი. მისივე ცნობით, ნანგრევების ქვეშ შეიძლება ერთი ადამიანი იყოს მოყოლილი.
ამ დროისათვის მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა და ნანგრევების გაწმენდა.