ხერსონში რუსული დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით,17-18 თებერვალს ხერსონის ოლქში რუსული აგრესიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. 

"დაზუსტებულია, რომ გასული დღის განმავლობაში მტერმა გაისროლა 131 ჭურვი არტილერიის, ნაღმმტყორცნების, საზენიტო იარაღის, ტანკებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. მტერმა ქალაქ ხერსონს 21 ჭურვი ესროლა," - ნათქვამია ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

უწყების თქმით, რუსი ოკუპანტების სამიზნეს დასახლებული პუნქტები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულება და სტამბა წარმოადგენდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი