"წყლის ინფილტრაციისა და ფრესკების დაზიანების ფაქტი არ დადასტურდა" | კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყინწვისის მონასტერზე

გამოქვეყნდა:

რა ხდება ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში და ემუქრება თუ არა საუკუნოვან უნიკალურ ფრესკებს საფრთხე - სოციალურ ქსელში მონასტრის ფოტოები გავრცელდა. ერთ-ერთი მოქალაქე წერდა, რომ ტაძარში წყალი არაერთ ადგილასაა ჩამოსული და ფრესკები დაზიანებულია.

თუმცა, აღნიშნულს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უარყოფს და ამტკიცებს, რომ შემოწმების შემდეგ წყლის ინფილტრაციისა და ფრესკების დაზიანების ფაქტი არ დადასტურდა. 

"სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ეხმაურება სოციალური ქსელით გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში წყალი ჩადის და ფრესკები ზიანდება.

სააგენტოს სპეციალისტებმა შეამოწმეს ეკლესიის მდგომარეობა და წყლის ინფილტრაციისა და ფრესკების დაზიანების ფაქტი არ დადასტურდა. აღნიშნული უარყვეს სასულიერო პირებმაც. გარდა ამისა, კვალიფიციურმა სპეციალისტებმა ერთმანეთს შეადარეს შარშანდელი მონიტორინგის დროს გადაღებული და სოციალური ქსელით ახლა გავრცელებული ფოტოები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ლაქები ინტერიერში იდენტურია და ცვლილება არ შეინიშნება. სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი