"ბოლო რამდენიმე დღეში ჩვენ მივაღწიეთ იმ ადგილებს, რომელთაც მტერი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მივაღწევდით" | ნეთანიაჰუ

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მათ მიაღწიეს იმ ადგილებს, რომელთაც მტერი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მიაღწევდნენ. როგორც ნეთანიაჰუ ამბობს, "ჰამასს" ტერორიზმის დედაქალაქ ხან იუნისში უახლოვდებიან.

"ჩვენი სამხედრო ზეწოლა მუშაობს, ჩვენ ვუახლოვდებით "ჰამასს" ტერორიზმის დედაქალაქ ხან იუნისში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ იმ ადგილებს, რომლებსაც მტერი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მივაღწევდით. ვინც გვეუბნება, რომ რაფაჰში არ ვიმოქმედოთ, ის გვეუბნება, რომ ომი წავაგოთ ომი. გამარჯვებისთვის ერთი რამ გვჭირდება - ერთიანობა. არა წამიერი ერთობა, არამედ ჭეშმარიტი ერთიანობა," - ამბობს ნეთანიაჰუ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი