"რუსეთისთვის გზავნილი ძალიან მკაფიოა, უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი" | იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენეციაზე განაცხადა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და NATO-ს წევრი. თუმცა, ტაიანის თქმით, ეს ომის დასრულების შემდეგ მოხდება.

"რუსეთისთვის გზავნილი ძალიან მკაფიოა. უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი და ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინა იყოს NATO-შიც. მაგრამ ახლა, ამ მომენტში გადაწყვეტილების მიღება ყველასთვის სახიფათოა, რადგანაც ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს და თუ უკრაინა იქნება NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, მაშინ ეს იქნება მესამე მსოფლიო ომი. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ," - თქვა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იტალია უკრაინისთვის მერვე დახმარების პაკეტს ამტკიცებს და ის ქვეყანას უახლოეს დღეებში მიეწოდება.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენეცია მიმდინარეობს. ევროპისა და აშშ-ის ლიდერები გლობალური უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი