ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და უკრაინაზე ისაუბრა. ამბობს, რომ რეფორმების განხორციელების კუთხით, ეს ქვეყნები ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან, მაგრამ აქვე იხსენებს, რა გზა გაიარა ლიეტუვამ ამისთვის:
"როგორია ჩვენი გამოცდილება, ვფიქრობდი, როგორ მოვახერხეთ ტრანსფორმირება. რა გვიბიძგებდა ჩვენ. ჩვენ ვიცით, საქართველო და უკრაინა ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან, რომ რეფორმები განახორციელონ. მაგრამ ჩვენ რა გვიბიძგებდა წინ, მე მახსოვს ფრაზა, რომელიც გამოვიყენეთ და ვიმეორებდით მუდამ, რომ ლიეტუვა არ უერთდება ევროკავშირის ოჯახს, არამედ უბრუნდება მათ და ეს გახლავთ კულტურული, სიღრმისეული გაგება, რაც დევს ჩვენს დნმ-ში. ჩვენ ორჯერ მოგვგლიჯეს ევროპას, მიგვაერთეს რაღაც ისეთს, რაც ჩვენთვის იყო უცხო და ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს ოჯახში," - განაცხადა ლანდსბერგისმა.