"ვერ მივცემ დადებით შეფასებას, როგორიც არ უნდა იყოს შინაარსი" | სარჯველაძე პრეზიდენტის გამოსვლაზე

გამოქვეყნდა:

"ვერ მივცემ დადებით შეფასებას, როგორიც არ უნდა იყოს შინაარსი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე საუბრობს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლას ეხმაურება.

"ვერ მივცემ დადებით შეფასებას, როგორიც არ უნდა იყოს შინაარსი, კონსტიტუციის დარღვევით და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ნაბიჯების გადადგმას, რაოდენ ღირებულიც არ უნდა იყოს საკუთრივ მიზანი, ვითომ და რისთვისაც იღწვის... სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს რეალური განწყობა, რომ ამ კონკრეტული ვითარებაში, საქართველოს ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, ამ ოცნების ახდენაში, რა თქმა უნდა, ის მაგალითად, არ იტყოდა იმას, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და როდესაც სტატუსის მიღება გარდაუვალი გახდა, შემდეგ არ დაფაცურდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი წვლილის წარმოჩენა შეძლებოდა, რომელიც არ არსებობდა. ხელის შეშლის მეტი მას არაფერი გაუკეთებია", - ამბობს სარჯველაძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი