"თუ პუტინი ევროპისთვის ეგზისტენციური საფრთხეა, ვერ ვხედავ, რომ ევროპელები შესაბამისად მოქმედებენ" | რესპუბლიკელი სენატორი

გამოქვეყნდა:

"თუ პუტინი ევროპისთვის ეგზისტენციური საფრთხეა, ვერ ვხედავ, რომ ევროპელები შესაბამისად მოქმედებენ", - ამის შესახებ რესპუბლიკლემა სენატორმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფრენეციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

სენატორის თქმით, მას მიაჩნია, რომ ევროპა სამხედრო კუთხით უფრო მეტად თვითკმარი უნდა გახდეს, ხოლო აშშ უფრო მეტად ფოკუსირებულია აღმოსავლეთ აზიაზე.

"ჩემი პროგნოზით, აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდამჭერი პაკეტის ჩავარდნის შანსები 50/50-ზეა და მისი ჩავარდნის მიზეზია, რომ აშშ უფრო მეტად არის ფოკუსირებული საკუთარ მოთხოვნილებებზე, ჩვენ უფრო მეტად ფოკუსირებულები ვართ რეალობაზე, რომ ეს დასრულდება. ჩვენ უნდა ვცდილობდეთ ამ რეალობის მოახლოებას და არა ამ პროცესის გაჭიანურებას, რაც უკრაინელების სიცოცხლისთვის დიდ ზიანს იწვევს..ჩემი აზრით, აშშ-ის პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა ამის დაჩაქარებაზე უნდა იმუშაონ და არ მოვიკატუნოთ თავი, რომ ჩვენ ამ პრობლემის სხვა სტრატეგიულ დარეგულირებამდე მიყვანა შეგვიძლია" - განაცხადა ვენსმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი