"რაც არ უნდა მოხდეს აშშ-ში, ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა" | დანიის პრემიერი

გამოქვეყნდა:

"რაც არ უნდა მოხდეს აშშ-ში, ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა", - ამის შესახებ დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ევროპამ უკრაინა უნდა დაიცვას, რადგან უკრაინაც ევროპას ეკუთვნის.

"ყველგან, სადაც რუსეთი რამე როლს თამაშობს, ის ნეგატიურ როლს ასრულებს, ამრევის როლს და მათ არ სურთ მშვიდობა. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, რადგანაც თუ მათ მშვიდობა არ სურთ და ახლა რუსეთი ომის ეკონომიკაზე გადადის, მაშინ ჩვენც უნდა დავაჩქაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო ინდუსტრია. რაც არ უნდა მოხდეს აშშ-ში, ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა და ჩვენი თავდაცვისთვის აუცილებელია, დავიცვათ უკრაინა, რადგანაც უკრაინა ევროპას ეკუთვნის“, - განაცხადა ფრედერიკსენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი