ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რომ საომარ სიტუაციაში ვართ... არ მგონია, რომ ევროპაში უმაღლეს პოლიტიკურ, საშუალო დონეზე მყოფი პირები და ზოგადად საზოგადოება ხვდება, რომ ჩვენ იმ სიტუაციაში ვართ, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. დღეს ვერ იტყვი, კი ბატონო, მაგრამ, მოდი, დავიცადოთ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ სხდომაზე გადავწყვიტოთ, ერთ თვეში. არა, რადგან სამ თვეში, შეიძლება, ბრძოლის ველზე უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყოს. ჩვენ ვერ დაველოდებით ევროპარლამენტის არჩევნებს და ვერ დავიწყებთ მეტ დეტალში ჩაღრმავებას. ეს პოლიტიკის სხვა განზომილებაა. ამ სიტუაციაში ხალხი უფრო მეტად სწრაფი, მოქნილი უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ბევრი სტრატეგია, მაგრამ ძალიან ცოტა მოქმედება“
- ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.