გერმანიამ უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ 500-ზე მეტი მტკიცებულება შეაგროვა

გამოქვეყნდა:

გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ 500-ზე მეტი მტკიცებულება შეაგროვა და 160-ზე მეტი მოწმე დაკითხა. ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა DW-ზე დაყრდნობით განაცხადა.

"ჩვენ გვინდა დავარწმუნოთ ტრავმული მოვლენების უფრო მეტი მსხვერპლი ან მოწმე, რომ თავიანთი მონაცემები გაუზიარონ პოლიციას. მობილურ ტელეფონზე არსებულ ყველა ფოტოს და ვიდეოს შეუძლია, ხელი შეუწყოს გამოძიებას. ვინც წაშლის ასეთ მასალებს, მხოლოდ რუს სამხედრო დამნაშავეებს ეხმარება", - განაცხადა ბუშმანმა.

მომავალ კვირას გერმანიის იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სისხლის სამართლის კონფერენციას უმასპინძლებს. კერძოდ კონფერენციაზე, რუსული უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების რაოდენობის ზრდას განიხილავენ.

"თუ რუსული უპილოტო თვითმფრინავი სამხედროების მიერ განზრახ მიმართულია საცხოვრებელ კორპუსში, სადაც მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ, ეს არის ომის დანაშაული", - თქვა ბუშმანმა.

ამავდროულად, გერმანია აპირებს გააძლიეროს თანამშრომლობა უკრაინასთან, პოლონეთთან და აშშ-თან. გერმანიის იუსტიციის მინისტრის თქმით, პოლონეთის ახალი მთავრობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გამოძიებაში, "რადგან ქვეყანა არა მხოლოდ ესაზღვრება უკრაინას, არამედ მიიღო მილიონობით უკრაინელი ლტოლვილიც".

ბუშმანმა იმედი გამოთქვა, რომ "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთ დღეს სასამართლოში აგებს პასუხს მის ქმედებებზე... ვიცი, რომ ამისთვის დიდი მოთმინება დაგვჭირდება".

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 17 მარტს ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ ორი პირის - ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ომის დანაშაულში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი