პუტინის კიდევ ერთი მოკლული ოპონენტი | ნავალნის ცხოვრების გზა და მოულოდნელი სიკვდილი ციმბირის ციხეში

გამოქვეყნდა:

47 წლის ასაკში, რუსი ოპოზიციონერი და პოლიტპატიმარი ალექსეი ნავალნი უეცრად გარდაიცვალა. რა მოხდა რუსეთის ყველაზე უფრო მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, რომელიც არქტიკულ სარტყელში მდებარეობს, ამ ეტაპზე მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ. ჯერჯერობით არათუ ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, ცხედარსაც კი არ ატანენ მისი ოჯახის წევრებს. ციხის ადმინისტრაციის პირველადი განმარტებაც ასეთია - მოულოდნელი გარდაცვალების შემთხვევა.

თუმცა სიტყვა "მოულოდნელად" ალბათ, ამ შემთხვევაში, სრულიად უადგილოა. ჯერ კიდევ წლების წინ რუსულმა ეფესებემ ის ნოვიჩოკით მოწამლა და რომ არა გერმანიაში მისი მკურნალობა, ალბათ პუტინის ოპონენტის პოლიტიკური მოღვაწეობა გაცილებით ადრე შეწყდებოდა.

ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ რუსეთში ოპოზიციის ლიდერობა ნამდვილად სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი გახდა. ამგვარი სცენარის სავარაუდო განვითარება თავად ნავალნიმაც დაუშვა, როცა მძიმე მოწამვლის შემდეგ რუსეთში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თითქოს ეს ნამდვილად იყო გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, მაგრამ პუტინის მიერ კიდევ ერთი მისი ოპონენტის მკვლელობამ.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი