მედია: საქართველოს მოქალაქემ ყაზახეთის საზღვარზე 100 000 აშშ დოლარის უკანონოდ გადატანა სცადა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქემ ყაზახეთის საზღვარზე 100 000 აშშ დოლარის უკანონოდ გადატანა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 11 თებერვალს, ატირაუს აეროპორტში მოხდა.

როგორც ყაზახური მედია წერს, KC7993 ატირაუ-ქუთაისის რეისის მგზავრმა აუეჟაი-ატირაუს საბაჟო პუნქტის თანამშრომლებს შეატყობინა, რომ ხელბარგში 10 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა. თუმცა საბაჟო კონტროლის დროს სასაზღვრო სამსახურის დეპარტამენტისა და ეკონომიკური გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქის ბარგის განყოფილებაში დამალული კიდევ 90 ათასი აშშ დოლარი აღმოაჩინეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი