ინგლისში სამი მცირეწლოვანი მოკლული იპოვეს | პოლიციამ ეჭვმიტანილი ქალი დააკავა

გამოქვეყნდა:

ინგლისში, ბრისტოლში მდებარე სახლში სამი მცირეწლოვანი მოკლული იპოვეს, პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვები შემთხვევის ადგილას უკვე გარდაცვლილები იპოვეს. 42 წლის ეჭვმიტანილი ქალი კი პოლიციაშია გადაყვანილი.

"ეს არის წარმოუდგენლად ტრაგიკული და გულისამაჩუყებელი ინციდენტი, რომელშიც სამწუხაროდ სამი ბავშვი დაიღუპა... ჩემი გულწრფელი სამძიმარი ბავშვების ახლობლებს და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მათ დახმარებას შესთავაზებენ ჩვენი ოჯახური სამეკავშირეო განყოფილების მეშვეობით... გვჯერა, რომ ეს არის იზოლირებული ინციდენტი და არ არსებობს შემდგომი რისკი ფართო საზოგადოებისთვის". - განაცხადა ინსპექტორმა ვიკს ჰეივარდ-მელენმა.

მწუხარება გამოთქვა ქალაქის მერმაც - "თითქმის შეუძლებელია სიტყვების პოვნა ამ შუადღის დამანგრეველი ამბების აღსაწერად. ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვინც ამ სამ მცირეწლოვან ბავშვს იცნობდა. ჩვენ ვიმუშავებთ სკოლებთან, საზოგადოებასთან და ეივონისა და სომერსეტის პოლიციასთან ხალხის მხარდასაჭერად."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი