ლონდონში ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემიის დაჯილდოების (BAFTA) 2024 წლის ცერემონიალი გაიმართა. წარმოდგენილი ნომინანტებისგან ყველაზე მეტი ჯილდო კრისტოფერ ნოლანის
OPPENHEIMER-მა და იორგოს ლანთიმოსის The Poor Things-მა მიიღო.
საუკეთესო კაც მსახიობად კილიან მერფი OPPENHEIMER-ში შესრულებული როლისთვის, ქალ მსახიობად კი Poor Things-ში შესრულებული როლით ემა სტოუნი დაჯილდოვდა.
საუკეთესო ფილმის წოდება კი სწორედ OPPENHEIMER-მა მიიღო.
დაჯილდოებულთა ჩამონათვალი კი ასეთია:
- საუკეთესო ფილმი: OPPENHEIMER;
- საუკეთესო ბრიტანული ფილმი: The Zone of Interest;
- საუკეთესო ბრიტანული დებიუტი: Earth Mama;
- საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: The Zone of Interest;
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: 20 Days In Mariupol;
- საუკეთესო ანიმაცია: The Boy And The Heron;
- საუკეთესო რეჟისორი: კრისტოფერ ნოლანი, Oppenheimer;
- საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: American Fiction;
- საუკეთესო ორიგინალური სცენარი: Anatomy of a Fall;
- საუკეთესო მსახიობი კაცი: კილიან მერფი, Oppenheimer;
- საუკეთესო მსახიობი ქალი: ემა სტოუნი, Poor Things;
- საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი: რობერტ დაუნი ჯუნიორი, Oppenheimer;
- საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი: დავინ ჯოი რენდოლფი, The Holdovers;
- საუკეთესო მუსიკა: Oppenheimer;
- საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი: Poor Things;
- საუკეთესო მხატვრობა: Poor Things;
- საუკეთესო ვიზუალური ეფექტები: Poor Things;
- საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა: Poor Things;
- საუკეთესო მონტაჟი: Oppenheimer;
- საუკეთესო ოპერატორი: Oppenheimer;
- საუკეთესო კასტინგი: The Holdovers;
- საუკეთესო ხმა: The Zone of Interest;
- საუკეთესო ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია: Crab Day;
- საუკეთესო ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი ფილმი: Jellyfish and Lobster;
- ამომავალი ვარსკვლავი: მია მაკკენა-ბრიუსი.