"მთავარის" ინფორმაციით, თბილისში, 24 წლის ბიჭის მკვლელობის გამო 2 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა. დაპირისპირება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 24 წლის ბიჭს 7 ტყვია გულმკერდის არეში ესროლეს. ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოკლული და თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ერთმანეთის მეგობრები იყვნენ. თუმცა, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი