"ვოლოდიმირ ზელენსკი თქვენთვის შეიძლება იყოს ის, რომლის გამოც შეიძლება სადმე ჩახვიდე, მაგრამ აქ არის პროტოკოლი და დაარღვიო უფრო სწორად კონსტიტუცია, თქვენ კონსტიტუციას პატივს თუ სცემთ, მაშინ აქ ახლა ამ საკითხით არ უნდა იდგეთ.
მოკითხვა გადაეცით თქვენ დამფუძნებლებს, შეეგუონ იმას, რომ ოქტომბერში დაიხურონ ქუდი და წავიდნენ მინიმუმ სახლში, თუმცა პოლიტიკურ რეჟიმს ჩვენ გავასამართლებთ აუცილებლად".
უთხრა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს. ჟურნალისტი მას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ეკითხებოდა.