საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და მესამე პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე ამჯერად ქუთაისში იმყოფებოდნენ.
"ძალიან ბევრ რეგიონში ვიყავით უკვე, ყველგან ასეთი მდგომარეობაა. არის რიგები ადამიანების, რომლებსაც უნდათ ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მოუწოდონ სალომე ზურაბიშვილს, რომ აუცილებლად, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება!
ის არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ! ის არის პირადად ვლადიმერ პუტინის პატიმარი, ტყვე! - თქვა სოფო ჯაფარიძემ.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის ნომერ პირველი პრობლემა არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და ამის გამოცდილება და გამოსწორება მიხეილ სააკაშვილს შეუძლია.
"ასევე, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ იყოს თავისუფალი და შესაძლებლობა მიეცეს მის ხალხთან კომუნიკაციის. თქვენ ხედავთ ასობით ჩვენი თანამოქალაქე სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილებზე მოდიან ოფისებში და უერთდებიან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას", - თქვა ხაბეიშვილმა.