ხარკოვის ოლქის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში, რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. 

დაზიანდა კუპიანსკის რაიონული ელექტროქსელების შენობა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 34 დასახლებული პუნქტი (9,5 ათასზე მეტი მომხმარებელი).

როგორც უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ამბობს, ხაზების შეკეთება და ელექტრომომარაგების აღდგენა მაშინ დაიწყება, როცა ეს უსაფრთხო იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი