
აღმოსავლეთ ავღანეთში, ნურისტანის პროვინციაში, ღამით ჩამოწოლილ მეწყერს სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 8 პირი, ასევე არიან დაკარგულები.
მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაინგრა სულ მცირე 20 სახლი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
მათივე ცნობით, სამაშველო ოპერაციას ხელს უამინდობა უშლის. გარდა ამისა, თოვლმა გადაკეტა პროვინციამდე მისასვლელი მთავარი მთავარი გზა.