სალომე ზურაბიშვილის ღია განაცხადი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. საქართველოს პრეზიდენტი კრემლის მხრიდან საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე საუბრობს. "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში ქვეყნის მთავარსარდალი აცხადებს, რომ ოკუპანტი ქვეყანა აქტიურად არის ჩართული საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში და პუტინის რეჟიმი საბჭოური მეთოდებით შეეცდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.
ამის პარალელურად, საერთაშორისო კონფერენციაზე, ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა იყოს დაცული და არ აღმოჩნდეს მარტო რუსეთის პირისპირ. პრეზიდენტის მიერ გამართულმა უმაღლესი დონის შეხვედრებმა და ხისტმა განცხადებებმა ივანიშვილის გუნდს მორიგ ჯერზე დააკარგვინა პოლიტიკური წონასწორობა, რაც პრეზიდენტზე თავდასხმების სერიაში გადაიზარდა.